„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ბიუჯეტში 9 აპრილს დაზარალებული 600-მდე პირისთვის 1 500 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის ბიუჯეტში 9 აპრილს დაზარალებული 600–მდე პირისთვის 1 500 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვს.

ამ მოთხოვნით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის მერს განცხადებით დღეს მიმართავს.

როგორც თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის წევრმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმუშავა 9 აპრილს დაზარალებულებთან ერთად და მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესაბამისად მიმართავენ თბილისის მერიას შეიტანოს ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში. ლილე ლიპარტელიანის თქმით, მათი მოთხოვნაა: მოხდეს 9 აპრილს დაზარალებულთა მედიკამენტოზური მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პროგრამების შემუშავება, სოციალური დახმარება 22 ლარიდან გაიზარდოს 100 ლარამდე და შესაძლებლობა ჰქონდეთ მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრონ.

„ამ ადამიანებმა თავისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გასწირეს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ამიტომ სახელმწიფოს ჩართულობა ამ საქმეში მნიშვნელოვანია და ამ ადამიანების ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების მოგვარება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს