80 სოფლის და 1 ქალაქის გაზიფიცირება განხორციელდება

დღეს, მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფლის და 1 ქალაქის გაზიფიცირებას, ეს არის მართლაც ძალიან მასშტაბური სამუშაო გაზიფიცირების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად დამატებით, 17 517 ოჯახს მიეწოდება ბუნებრივი აირი.

პრემიერის თქმით, ეს სამუშაოები ბიუჯეტიდან 39.5 მილიონი ლარით დაფინანსდება.

„სამუშაოები განხორციელდება დედოფლისწყაროს, ქობულეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, თერჯოლის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, დუშეთის, მცხეთის, სენაკის, გორის, ბოლნისის, კასპის, ხაშურის, გარდაბნის, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში. ასევე, ქალაქ მარტვილში გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ უბნებში.

2013-1017 წლებში 80 000 ახალ აბონენტს, ოჯახს მიეწოდა ბუნებრივი აირი ჩვენს მიერ განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად. ეს სამუშაოები კიდევ დამატებით ითვალისწინებს 17 517 ოჯახის გაზიფიცირებას, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო