გია ვოლსკი სამშვიდობო ინიციატივაზე - მოლოდინი, რომ ამას დე ფაქტო ხელისუფლება აღფრთოვანებით შეხვდება, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით მომზდებულია საკანონმდებლო პაკეტები, რომლის განხილვაც უახლოეს მომავალში დაიწყება. ვოლსკი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დღის წესრიგით ცხოვრებას თავი დავანებოთ. ძალიან სწორი მიმართულება გვაქვს, რაც იმ განცხადებაში გამოიხატება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ყველაფერს ხელი უნდა შევუწყოთ, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს დაახლოვდნენ, ურთიერთობები გაძლიერდეს და საქართველოს მთელი ტერიტორია იმ ადგილად იქცეს, სადაც აფხაზებსა და ოსებს საშუალება ექნებათ, ბიზნესი გააკეთონ, ისწავლონ, ყველა სახის მომსახურება მიიღონ. მოლოდინი იმის, რომ ამას ან საოკუპაციო რეჟიმი, ან დე ფაქტო ხელისუფლება, ან საზოგადოების გარკვეული ნაწილი დიდი აღფრთოვანებით და ტაშის გრიალით შეხვდება, რასაკვირველია, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ და არავითარ შემთხვევაში იმ პოზიციებზე უკან არ უნდა დავიხიოთ, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა და რომელმაც ომამადე და ტერიტორიების ოკუპაციამდე მიგვიყვანა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა. „მინდა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე გახლავთ უალტერნატივო ნაბიჯი - ეს არის ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა