ეკა ლალიაშვილი - უკანა სავარძლებზე უსაფრთხოების ღვედები და სამგზავრო სავარძლების საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში

უკანა სავარძლებზე უსაფრთხოების ღვედები და სამგზავრო სავარძლების საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში, - ამის შესახებ ალიანსი „უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელმა ეკა ლალიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უნდა მოხდეს პარლამენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად.

„უკანა სავარძლებზე უსაფრთხოების ღვედების და სამგზავრო სავარძლების საკითხი ჯერჯერობით პროცესშია. ამაზე სერიოზული განხილვა ჯერ არ ყოფილა. თუმცა, ეს აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში, რადგან ჩვენი სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ არიან არასრულწლოვანი ბავშვები“ , - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის“ დოკუმენტზეც, რომელიც გაერო-ს ეკონომიკური კომისიის დაკვეთით მზადდება და სავარაუდოდ ზაფხულში იქნება მზად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუემენტი რამდენიმე რეკომენდაციას ითვალისწინებს, მათ შორის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს