სამშენებლო მიმართულების პროგრამები დუალური მიდგომით განხორციელდება

მოდულური და დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სამშენებლო მიმართულების პროგრამების დუალური მიდგომით განხორციელების მიზნით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფესიული განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო-დოკუმენტების და მათი გერმანულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან თავსებადობის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ქართული ჩარჩო დოკუმენტების საფუძველზე შესაძლებელია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომლებიც სწავლის შედეგების მიხედვით შესაბამისობაშია ანალოგიურ გერმანულ სტანდარტებთან.

მათივე ცნობით, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა კოლეჯების, სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიების და დარგის ექსპერტების მონაწილეობით.

„შეხვედრაზე კოლეჯებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ჩატარებული სამუშაოს შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ პროგრამების განხორციელება შესაძლებელია დუალური მიდგომით და სწავლის შედეგები შეესაბამება პოტენციური დამსაქმებლების საჭიროებებს. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების მიზნით, გასაწევი სამუშაოების შესახებ კოლეჯებისა და კერძო სექტორის კონსულტირებას განაგრძობს. დუალური მიდგომით განხორციელებული სამშენებლო მიმართულების პროგრამები პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროფესიული განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი 61 საგანმანათლებლო დაწესებულება ახალი ჩარჩო დოკუმენტების საფუძველზე შექმნილ 326 მოდულურ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის, 18 პროგრამა დუალური სწავლების პრინციპით მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს