ზვიად ქორიძე - ინფორმაცია, თითქოს შეწყალებულ მსჯავრდებულს, ირაკლი ქორიძეს პრეზიდენტთან ნათესაური კავშირი ჰქონდა, შეწყალების კომისიას არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა

ინფორმაცია, თითქოს 2014 წელს შეწყალებულ მსჯავრდებულს, ირაკლი ქორიძეს ნათესაური კავშირი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, შეწყალების კომისიას არ ქონდა და ვერც ექნებოდა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ მოხდა 2014 წელს მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძის შეწყალება და ხომ არ ქონდა კავშირი მის შესაძლო ნათესაურ კავშირს საქართველოს პრეზიდენტთან.

ზვიად ქორიძის განმარტებით, შეწყალების კომისია არ იღებს გადაწყვეტილებას ნათესაური კავშირების დაინტერესების გამო.

„თითქოს, ნათესაური კავშირი ჰქონდა პრეზიდენტთან ირაკლი ქორიძეს, ამის შესახებ არ ჰქონია კომისიას ინფორმაცია. როდესაც მედიასაშუალება ასეთი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, მან გარკვეულწილად უნდა აიღოს პასუხისმგებლობაც, რადგან ამით ჩირქს სცხებს შეწყალების კომისიას. პრეზიდენტს რეკომენდაციას შეწყალების კომისია სთავაზობს და დღეს მიდის დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს შეწყალების აქტის მომზადებაზე. რეკომენდაციების შემდეგ თავად პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით კომისიის რეკომენდაცია იყო დადებითი. ჩვენ გათავისუფლება შევთავაზეთ და პრეზიდენტმა რეკომენდაცია გაითვალისწინა“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური დღის წესრიგი ითვალისწინებს, რომ ”ვიღაცები დაუპირისპირდნენ პრეზიდენტს და ამ ფორმით აწარმოონ შავი პიარი”.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა