ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები გენერალურ დირექტორს ხვდებიან

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები გენერალურ დირექტორსა და მოადგილეს ხვდებიან. ბათუმის ნავსადგურის გენერალური დირექტორის მოადგილის ლევან გურგენიძის განცხადებით, ბათუმის პორტის ხელმძღვანელობა სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. მისივე თქმით, გამოსავალი არის ხალხთან საუბარი.

ამასთან, მისივე განცხადებით, არავითარი კრიზისი სახეზე არ არსებობს.

„არის სამუშაო პროცესი, ეკონომიკური მოცემულობა, გარკვეული ტვირთების ნაწილი, კერძოდ, თხევადი პროდუქტები ნაკლები რაოდენობითაა და შემოსავლის მოცულობა დაკლებულია, თუმცა ეს არის სამუშაო პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ ამ რეალობას შევცლით“, - განაცხადა ლევან გურგენიძემ.

ბათუმის ნავსადგურის თანამშრომლები მესამე დღეა აქციას მართავენ და შიმშილობენ. ისინი ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და მათ სამსახურის დაკარგვის მოლოდინი აქვთ. თავის მხრივ, საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში რეორგანიზაცია არ მოხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა