ადა მარშანია - თუკი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ედუარდ კოკოითის განცხადებებს დავუჯერებთ, ჩვენი მხრიდან გაუგონარ ღალატსა და პროვოკაციას აქვს ადგილი

თუკი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ედუარდ კოკოითის განცხადებებს დავუჯერებთ, ჩვენი - ქართული მხრიდან, გაუგონარ ღალატსა და პროვოკაციას აქვს ადგილი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ გააკეთა.

მარშანიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურას მიმართა, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება იმ პირთა ვინაობის დადგენის მიზნით, “ვინც, შესაძლოა ეს გაუგონარი ღალატი და პროვოკაცია ჩაიდინა და არჩილ ტატუნაშვილი მოაკვლევინა“.

“ამ დღეებში სამხრეთ ოსეთის ყოფილმა, ორგზის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა რუსულენოვანი მედიისთვის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მეტად ნიშანდობლივი და ყურადსაღები განცხადებები გააკეთა. ჩვენ გაოგნებული ვართ იმით, რომ არც ერთი ტელევიზია საქართველოში და საერთოდ მასმედია ამ განცხადებებს არ გამოეხმაურა. კოკოითი დღევანდელ დე-ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს თავს ესხმის და ბიბილოვის ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციასა და საქართველოს ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. განსაკუთრებლად საინტერესოა ის, რომ კოკოითი ბიბილოვს ადანაშაულებს იმაში, რომ მან არ გადაამოწმა ქართული წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, თითქოს, ტატუნაშვილი ცხინვალში დივერსიისთვის იყო გადასული. კოკოითი ფაქტობრივად ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი არც დივერსანტი და არც დამნაშავე არ იყო. ამავე დროს, მისი განცხადებებიდან ჩანს, რომ ბატონმა ბიბილოვმა სწორედ ქართული წყაროდან მიიღო ინფორმაცია, თითქოს, არჩილ ტატუნაშვილი დივერსანტი იყო. თუკი კოკოითის ამ განცხადებებს დავუჯერებთ და ალბათ დამეთანხებით, რომ კოკოითი საკმაოდ ინფორმირებული ადამიანი უნდა იყოს იმ პროცესებზე, რომელიც ცხივნალის რეგიონში ვითარდება, ადგილი ჰქონდა ღალატს და პროვოკაციას ჩვენი - ქართული მხრიდან! მიგვაჩნია და მოვითხოვთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, რათა იმ პირთა ვინაობა დადგინდეს, ვინც შესაძლოა ეს გაუგონარი ღალატი და პროვოკაცია ჩაიდინა, ვინც არჩილ ტატუნაშვილი მოაკვლევინა და ამხელა უბედურება მოაწყო“, - განაცხადა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო