რუსეთის გენშტაბის წარმომადგენელი - სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე აშშ კვაზი-სახელმწიფოს შექმნას ცდილობს

სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე აშშ კვაზი-სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა.

„აბსოლუტურად მიუღებელია აშშ-ს მცდელობები, სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე კვაზი-სახელმწიფო შეიქმნას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რაიონებში არა მხოლოდ აშშ-ს მიერ კონტროლირებადი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები იქმნება, არამედ ადგილობრივი შეიარაღებული ძალების ფორმირება იწყება“, - განაცხადა რუდსკოიმ.

მისივე თქმით, სირიაში ომის დაწყებიდან ასადის ჯარებმა რუსეთისა და ირანის დახმარებით 65 ათასამდე ტერორისტი გაანადგურა.