დავით საგანელიძე თურქეთის ელჩს შეხვდა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეს მეჰმეთ თაილან საბანერს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და მისმა მოადგილემ ნათია თურნავამ სტუმრებს ფონდის მუშაობის პრინციპები და მანდატი გააცნეს. ამასთანავე, ისაუბრეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. საქართველოში თურქეთის ელჩმა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს ბიზნესგარემო მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში ამ მხრივ დიდი პოტენციალია.

მათივე ინფორმაციით, თურქულმა და ქართულმა მხარეებმა სამომავლო თანამშრმომლობის შესახებ ისაუბრეს. საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობას, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მეჰმეთ თაილან საბანერმა კი აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ახლო ურთიერთობა წარმატებული პარტნიორობის საწინდარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა