რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ შვიდშვილიან ოჯახს ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე შვიდშვილიან ოჯახს ესტუმრა, დამდეგი ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს.

ლომიძეების ოჯახი ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლები არიან მათ შვიდივე შვილი მცირეწლოვანია.

„მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენს დღის წესრიგში მუდმივად არის. ლომიძეების ოჯახი მერიის სხვადასხვა შესაბამისი პროგრამებით მოსარგებლეა, თუმცა, ისინი მაინც საჭიროებენ ჩვენს თანადგომას. ვცდილობთ, შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმაროთ ოჯახს, რომლებიც ქვეყანას შვიდ შვილს უზრდიან“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატი, რაიონში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროებების მქონე ოჯახებს ეწვევა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა