მოსკოვში, „კურსკის“ სარკინიგზო სადგურში ნაღმის შესახებ შესული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა

მოსკოვში, „კურსკის“ სარკინიგზო სადგურში ნაღმის შესახებ შესული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. როგორც რუსული მედია იუწყება, მას შემდეგ, რაც რკინიგზის სადგური კინოლოგებმა შეამოწმეს და ვერაფერი აღმოაჩინეს, რკინიგზის სადგური მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

სარკინიგზო სადგურების დირექციის პრესმდივნის ტიმურ სოცკის განცხადებით, ამ მომენტისთვის შემოწმება უკვე დასრულდა.

დღეს დილით „კურსკის“ სარკინიგზო სადგურიდან ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც რკინიგზის სადგურის ადმინისტრაციამ ნაღმის შესახებ შეტყობინება მიიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს