ზაზა გაბუნია - პრემიერის მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა წლების მანძილზე ჩაკეტილი წრის გარღვევისთვის ეფექტური იქნება

ვფიქრობ, პრემიერის მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა წლების მანძილზე საგულდაგულოდ ჩაკეტილი წრის გარღვევისთვის ეფექტური იქნება და მას ისტორიული შედეგები ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ ყურადღება იყო და იქნება ჩვენი საზრუნავი, ამიტომ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაფართოვდეს და გამარტივდეს იმ სიკეთეებზე წვდომა, რასაც ქართული სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისათვის ქმნის. მთავრობის ინიციატივის მიზანია, რომ ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული პროდუქცია ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციით და კონტროლით, გავრცელდეს საქართველოს მიერ ათვისებულ ბაზრებზე - იქნება ეს შიდა ბაზარი, ევროკავშირი, ჩინეთი თუ სხვა. აღნიშნული ინიციატივით საერთო ბიზნესინიციატივები წახალისდება ცვლილებები მნიშვნელოვნად გაააქტიურებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს შერიგების პროცესს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ ისაუბრა. პრემეირის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

პირველი - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით.

მე-2 - ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

მე-3 - ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, როგორიცაა უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს