მთავრობის ადმინისტრაციასთან სვანეთში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან სვანეთში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა. მათი განცხადებით, დაუშვებელია სვანეთში მოხდეს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ბუნებას აყენებს ზიანს.

„ეს პრობლემა თავისთავად მხოლოდ სვანეთს არ აწუხებს, ამიტომ დღევანდელ აქციაზე ვუერთდებით ჩვენ საქართველოში უგუნური პროექტების განხორციელების წინააღმდეგ აქციებს, რომელიც გვართმევს ჩვენს ძვირად ღირებულ ბუნებას. ვითხოვთ, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ საკითხი ჩვენს მიერ მოწვეულ სპეციალისტებთან და მათ სპეციალისტებთან ერთად. ასევე პროცესში ჩაერთონ სახელმწიფო ინსტიტუციები. არ შეიძლება ხელაღებით მშენებლობის დამტკიცება. თითქმის ყველა ჰესი, რომელიც აშენდა, ან დაინგრა, ან ექსპლუატაციაში ვერ შევიდა ბოლომდე, რაც მეტყველებს, რომ გარკვეული პრობლემებია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ განხილვის შემდეგ თუ დადგინდება, რომ მშენებლობა გასაჩერებელია, უნდა შეჩერდეს“, –განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ დავით გულბანმა.

ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, 7 აპრილს, ონში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიერ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა