დონალდ ტრამპის განცხადებაზე, მექსიკა აშშ-სგან განმარტებას ითხოვს

დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ აშშ-მექსიკის საზღვრის დასაცავად შეიარაღებული ძალები იქნება გამოყენებული, მექსიკა აშშ-სგან განმარტებას ითხოვს, - ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუისა ვიდეგარაიამ განაცხადა.

„მექსიკის მთავრობა განსაზღვრავს თავის პოზიციას მიღებული განმარტებისა და ჩვენი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვიდან გამომდინარე“, - ნათქვამია მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელთან ჯეიმს მატისთან ერთად მექსიკის საზღვართან ამერიკელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა განიხილა, კერძოდ კი, იმ მონაკვეთებზე, სადაც კედლის აშენება იგეგმება.

„მე ვესაუბრე ჯეიმ მატისს იმის თაობაზე, რომ ჩვენ ჩვენს საზღვრებს არმიის მეშვეობით დავიცავთ, ვიდრე კედელი არ იქნება აშენებული“, - განაცხადა ტრამპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო