ოთარ კახიძე - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესით აღსრულდეს მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესით აღსრულდეს მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული ბერკეტები, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომელიც შს ყოფილი მინისტრის მიმართ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვება.

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესით აღსრულდეს მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სასწრაფოდ მისაღებია ინდივიდუალური ზომები ან საქმე გვაქვს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემასთან. დიახ, ჩვენ საქმე გვაქვს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემასთან, რომელიც უკავშირდება მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებით, მაგრამ როდესაც ეს პრობლემები გვაქვს, ჩვენ თვალს ვადევნებთ დაპირისპირებას პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის, მოგიწოდებთ თქვენ და პრეზიდენტს - ვიწროპოლიტიკური პრიზმით ნუ შეხედავთ იმ პრობლემებს, რომელიც გვაქვს სასამართლო სისტემაში და გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული მექანიზმები - ეს არის იგივე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და იგივე შეწყალების ინსტიტუტის ამოქმედება. ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას ის ზიანი, რომლიც ყოველდღიურად ადგება“, -განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 27 ნოემბერს მიიღო. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51 მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას. ადგილი ჰქონდა 53-ე მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა