მოსკოვში სავაჭრო ცენტრ Персей для детей-ში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვში სავაჭრო ცენტრ „Персей для детей“-ში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება.

„მეხანძრეებმა სავაჭრო ცენტრის შენობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს. ხანძრის ჩაქრობისას დაშავდა ერთი და დაიღუპა ერთი ადამიანი. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“, - აცხადებენ უწყებაში.

სავაჭრო ცენტრი „Персей для детей“ 2009 წელს გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიებში ბავშვთა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ეტლები, საავტომობილო სავარძლები, საბავშვო ავეჯი და საწოლები, ბავშვთა კვების პროდუქტები, წიგნები და სათამაშოები იყიდება. შენობის ბოლო სართულზე საბავშვო გასართობი კლუბი მდებარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა