გიორგი მიქაუტაძე - სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა

სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ საჯარო კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.

კონფერენციაზე, რომელსაც აშშ-ს ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ესწრება, გიორგი მიქაუტაძის თქმით, ისაუბრებენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, როგორც განხორციელებულ რეფორმაზე, ასევე არსებულ გამოწვევებზე.

"ჩვენ ვიზიტით გვეწვია აშშ-ს ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დანქენი. დღევანდელ კონფერენციაზე მსჯელობა იქნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ასევე ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა. საუბარი იქნება, როგორც განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე იმ გამოწვევებზე, რომელიც რჩება სასამართლო სისტემის წინაშე. დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ კონფერენციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და აშშ-ს განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში მასპინძლობს.

საჯარო კონფერენციის თემაა „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტები აშშ-სა და საქართველოში“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს