პროფკავშირები - „აგარის შაქრის“ თანამშრომლები მე-6 თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი და ფაქტობრივად შიმშილობენ

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვალ „აგარის შაქრის“ თანამშრომლებს, სურსათ-სანოვაგეს ჩაუტანენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. მათივე განცხადებით, „აგარის შაქრის“ თანამშრომლები მეექვსე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი და ფაქტობრივად შიმშილობენ.

"სოლიდარობის აქციაში პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, რომელთა ხელფასებიდან შეგროვებული სახსრებითაც მოხდება აუცილებელი პროდუქტების ყიდვა.

არ მივცემთ ხელისუფლებას, დამსაქმებელს და საზოგადოებას იმის საშუალებას, დაივიწყოს ეს ხალხი და სასოწარკვეთაში ულუკმაპუროდ დარჩენილი 300 ოჯახი. პროფკავშირების გაერთიანება, წევრ ორგანიზაციებთან ერთად, გვერდში ედგა სოფლის მეურნეობის, მსუბუქი და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირს, რომლის წევრიცაა კომპანია "აგარის შაქრის" პროფკავშირი.

ყველანი უნდა დავფიქრდეთ აგარელების სოლიდარობის მნიშვნელობაზე და გვერდში დავუდგეთ ჩვენს დებს და ძმებს, რომელთა ერთადერთი მოთხოვნაც დასაქმებაა. ჩვენი სოლიდარობით არ გავწირავთ აგარელებს. აქვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას ხელი შეუწყოს კომპანიის ამუშავებას საგადასახადო შეღვათებით, თუ სხვა საჭირო მექანიზმების გამოყენებით.

"აგარის შაქრის" მფლობელები, ეგრეთ წოდებული თავისუფალი ბაზრის გამო, ბიზნესის პროფილის მთლიან შეცვლას გეგმავდნენ, რაზეც მეტყველებს საწარმოს ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის წარმოების დაწყება. რომ არა პროფკავშირების მიერ პრობლემის პრინციპულად დაყენება, საკითხი ამ მიმართულებით გადაწყდებოდა, რასაც ბუნებრივად მოჰყვებოდა კომპანიის ასობით თანამშრომლის სამსახურის სამუდამოდ დაკარგვა.

ცნობილია ისიც, რომ თავისუფალმა ბაზარმა და ინვესტორების ე.წ. მოზიდვის პოლიტიკამ, ნაცვლად იმისა, რომ აგარაში შაქრის წარმოება და სამუშაო პროცესი წაეხალისებინა, გამოიწვია ის, რომ მეწარმეები შაქრის იმპორტით და დაფასოებით დაკავდნენ. ჩვენი მთავარი მიზანია მოხდეს ქართული წარმოების ხელშეწყობა და სწორედ ამას მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან.

ბრძოლა "აგარის შაქრისთვის" აგარელების სასარგებლოდ უახლოეს ხანში დასრულდება. აგარელებმა კი უკვე თავისუფალი ბაზრის გამო დაჩაგრული სხვა დასაქმებულების სოლიდარობაზე უნდა იფიქრონ", – აცხადებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო