წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ხვალ ამერიკელი მოსამართლის ელისონ დანქენის საჯარო ლექცია გაიმართება

წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ხვალ ამერიკელი მოსამართლის ელისონ დანქენის საჯარო ლექცია სახელწოდებით - „მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესები და პოლიტიკა: 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გამოწვევა“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ელისონ დანქენის საჯარო ლექცია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში გაიმართება. პროგრამას კი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მოსამართლე ელისონ დანქენი მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2003 წლის 15 აგვისტოს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წარდგინებით დაინიშნა. სწრაფად მოიპოვა აშშ-ში ორივე პარტიის მხარდაჭერა და მოსამართლედ წარდგენიდან მალევე სენატმა მისი კანდიდატურა აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაამტკიცა.

მასზე საუბრისას სენატორმა ჯონ ედვარდმა აღნიშნა, რომ „იგი საოცარი ინტელექტისა და შესაძლებლობები ქალია, რომელიც პატივს სცემს კანონს, იბრძვის სამართლიანობისთვის და არასდროს იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“.

„მოსამართლე დანქენი პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელიც მოსამართლედ დაინიშნა ჩრდილოეთ კაროლინას სააპელაციო სასამართლოში და რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამჟამად იგი მეოთხე ფედერალური საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პირველი აფროამერიკელი ქალია. მოსამართლე დანქენი აქტიურად არის ჩართული მართლმსაჯულების სექტორის გაძლიერებასა და ზოგადად, საზოგადოებრივ საქმიანობაში. იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის გადაწყვეტილებით იგი თავმჯდომარეობს აშშ-ის მოსამართლეთა კონფერენციის მართლმსაჯულების სექტორის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტს, რომელიც კოორდინირებას უწევს ფედერალური სასამართლოების ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოს სასამართლოებსა და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მართლმსაჯულების სექტორში მუშაობენ. იგი ასევე არის ფედერალური მოსამართლეების ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და წევრი. დუკის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით ამჟამად თავმჯდომარეობს ამ უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტს. არის კაროლინას შტატის საბალეტო აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც“, - ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა