საქართველოს ელჩმა ინდონეზიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა ინდონეზიის პრეზიდენტს, ჯოკო ვიდოდოს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა ინდონეზიის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მხარეებმა საქართველოსა და ინდონეზიას შორის არსებულ მეგობრულ, მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სექტორში მიღწეულ წარმატებებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს ინდონეზიაში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა