სერგო რატიანი - მნიშვნელოვანია, ბორდში იყოს განსხვავებული მოსაზრების ადამიანი, რომელიც დაიცავს საზოგადოების და არა ივანიშვილის ინტერესებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ მაუწყებლში იყოს პრინციპული ადამიანი, რომელიც იქნება საზოგადოების ინტერესების გამტარებელი.

რატიანის თქმით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ოპოზიციის კანდიდატს - ნინია კაკაბაძეს, რომელიც პრინციპულობით გამოირჩევა.

„პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო ყველა დეპუტატს, რომლებაც მხარი დაუჭირეს არა „ევროპული საქართველოს“, არამედ ოპოზიციის კანდიდატს, რომელიც იქნება ოპოზიციის ხმა და რომელიც გამოირჩევა პრინციპულობით. მნიშვნელოვანია, რომ ბორდში იყოს განსხვავებული მოსაზრების ადამიანი, რომელიც დაიცავს საზოგადოების და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. სერიოზული პრობლემებია ტელევზიაში - გადაქცეულია ბიძინა ივანიშვილის „2030“-ის პროექტად. ამ ფონზე აუცილებელია, რომ პრიციპული ადამიანი იყოს ბორდში“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ნინია კაკაბაძე 55-ხმით აირჩიეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა