ილია წულაია - საგადასახადო ცვლილებები მცირე ბიზნესისთვის ადასტურებს, რომ მთავრობა ორიენტირებულია ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე

საგადასახადო ცვლილებები მცირე ბიზნესისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა ორიენტირებულია ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ საგადასახადო ინიციატივებს.

მისი თქმით, ეს ინიციატივები პირდაპირ შეუწყობს ხელს დასაქმებას.

„ეკონომიკაში ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, რაც რეფორმების კურსის სისწორეს ადასტურებს. ჩვენი სამეწარმეო სისტემების ინტეგრაცია სხვა სისტემებთან მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ქვეყანას, რადგან ფინანსური მომსახურების სექტორი გაიზრდება. ის ფაქტი, რომ საქართველოში კომპანიის რეგისტრაციისას შესაძლებელი იქნება გაიხსნას პარალელური კომპანია სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყანაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციას როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ბაზართნ“, - განაცხადა წულაიამ.

დეპუტატის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს მთავრობამ დღეს ახალი საგადასახადო ინიციატივები დაამტკიცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება სამ ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებს.

„პირველი ინიციატივით, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და ნაცვლად ხუთი საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება.

მეორე ინიციატივით, ხელისუფლება ამარტივებს პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმებისგან, როგორც საგადასახადო, ასევე პროცედურული კუთხით.

მესამე ინიციატივა არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა