დოდო გუგეშაშვილი გიორგი გახარიას მის ოჯახზე თავდასხმისა და შვილის მკვლელობის საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს

დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრს მის ოჯახზე თავდასხმისა და შვილის მკვლელობის საქმის პირად კონტროლზე აყვანის თხოვნით მიმართავს. ამ მოტივით გუგეშაშვილს გიორგი გახარიასთან შეხვედრა და საქმის დეტალებზე საუბარი სურს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გუგეშაშვილმა განუცხადა, შს მინისტრს მან შეხვედრის მოთხოვნით წინა კვირას მიმართა, თუმცა მინისტრის თბილისში არ ყოფნის გამო პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

„კვირის ბოლოს მივმართეთ შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა ამ დროის განმავლობაში ის არ იმყოფებოდა თბილისში. ახლა ველოდებით პასუხს და იმედია შემხვდება. მე მსურს, რომ შს მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანოს საქმე. გამოძიებაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ, უბრალოდ ჩემი აზრით, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს პირველი პირი იქნება ჩართული, საქმეს ძალიან წაადგება“, - განაცხადა გუგეშაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მკვლელს შესაძლოა საქართველო უკვე დატოვებული ჰქონდეს, გუგეშაშვილის თქმით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვინაობის დადგენის შემდეგ, მისი პოვნა ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი.

„ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს დატოვა თუ არა მკვლელმა საქართველო. თუ მოხდა მისი იდენტიფიცირება, დედამიწაზე ყველგან მოიძებნება ის. ისევე, როგორც მისგან გავა გამოძიება შემკვეთზე, რომლის არსებობაშიც მე დარწმუყნებული ვარ. როცა ოჯახის ამოსაწყვეტად იყო მოსული, რა თქმა უნდა ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა“, - აღნიშნა გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით თავდამსხმელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა