კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე - „უფლებების დაცვა სამშენებლო სამართალში“ ჩატარდა

თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ჭურღულია კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და ლექცია თემაზე - „უფლებების დაცვა სამშენებლო სამართალში“ წაიკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ლექცია კსუ-ს სამართლის დეკანმა ვლადიმერ მაჭარაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ამ თემატიკის მიმართ ინტერესი სწორედ სტუდენტებმა გამოხატეს და უახლოეს მომავალში უნივერსიტეტში ამ ახალი სასწავლო დისციპლინის დამატებაზეც იმსჯელებენ.

„მომხსენებელმა თავის გამოსვლაში, საკითხის მრავალწახნაგობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თემა საკმაოდ რთული და პრობლემურია. დავით ჭურღულიამ, სამშენებლო სამართლის ჭრილში საკუთრების უფლებების, მიწის საკადასტრო მონაცემების სიზუსტის დაცვის, სამშენებლოდ გამოყენებადი მიწის სიმცირის, საექსპერტო როლის გაძლიერებისა და მშენებლობის ხარისხის კონტროლის საკითხებზე ისაუბრა.

მომხსენებელმა სტუდენტებს დარგში არსებული სიახლეებითა და გამოწვევებით დაინტერესება სთხოვა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში თითოეული მოქალაქის ჩართულობასა და ინიციატივებს, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში უდიდესი როლი ენიჭება.

შეგახსენებთ, რომ დარგის სპეციალისტებისა და პროფესორების მონაწილეობით კსუ-ში საჯარო ლექციები სისტემატურად ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისათვის თავისუფალია“, - აღნიშნულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა