ზაზა ვაშაყმაძე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებილი საქმიანობა, საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების შესახებ ძირითადი ცნობები, მათი დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების დაბრუნების მექანიზმები, ასევე რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და ახალი პროექტები.

ზაზა ვაშაყმაძემ ხაზი გაუსვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, რელიგიური ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა სააგენტოს საქმიანობა, ზაზა ვაშაყმაძეს მიწოდებული ინფორმაციისათვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ თქვენთან ვიზიტით, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი საქმიანობის მასშტაბებმა, თქვენ მუშაობთ, რათა ხელი შეუწყოთ სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების თანასწორობას საქართველოში“, - განაცხადა კრისტიან ურსემ

მან წარმატებები უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მომავალ საქმიანობაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მზად არის სააგენტოს საქმიანობაში, მომავალ პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიურად ჩაერთოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო