მამუკა ბახტაძე „ნაცმოძრაობის“ წევრის განცხადებაზე - ეს განცხადება ჩვენს ოპონენტებს 1 აპრილს რომ გაეკეთებინათ, გარკვეული ლოგიკა იქნებოდა

ეს განცხადება ჩვენს ოპონენტებს 1 აპრილს რომ გაეკეთებინათ, გარკვეული ლოგიკა იქნებოდა, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას ბათუმის პორტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გია აბულაძის განცხადებას, რომ ხელისუფლება ბათუმის პორტის გაკოტრებას ხელოვნურად ცდილობს, ბახტაძემ სიცრუე უწოდა.

„დღეს არის 4 აპრილი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ოპონენტებს უფრო ლოგიკური იქნებოდა ეს კითხვა დაესვათ 4 დღის წინ, პირველ აპრილს. რა თქმა უნდა, ამაზე სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ, პირველ აპრილს გავცემდი. ეს ყველაფერი არის ტყუილი. რა თქმა უნდა, მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს რაც ხდება ბათუმში დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მსგავსი საკითხების გადაწყვეტა აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს დიალოგის რეჟიმში და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს დიალოგი ძალიან მალე წარმატებით დასრულდება", - განაცხადა ბახტაძემ.

კითხვაზე, შესთავაზა თუ რა ბახტაძემ ბათუმის პორტის დირექტორის მოადგილეს ლევან გურგენიძეს ბათუმის პორტის დირექტორად დანიშვნა, ფინანსთა მინისტრმა ასე უპასუხა: "მე, ბუნებრივია, ამას ვერ დავადასტურებ იმიტომ, რომ არც ამის პრეროგატივა მაქვს რაიმე შევთავაზო და მეორე, ეს არის სახელმწიფო კომპანია, რომელიც დიდი ხანია არის ბათუმის ტერმინალის მფლობელი და ამავე დროს ბათუმის ოპერატორი კომპანია. მსგავსი ტიპის შეთავაზებას ფიზიკურადაც ვერ ექნებოდა ადგილი".

რაც შეეხება ბათუმის პორტში დაგეგმილ მინერალური სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის საკითხს, როგორც ბახტაძე აცხადებს, ფინანსთა სამინისტრო დააანონსებს და მხარს დაუჭერს ნებისმიერ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შავი ზღვისპირეთში დამატებითი გამტარუნარიანობის შექმნას.

"რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის გამტარუნარიანობის შექმნა შავი ზღვისპირეთში წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. სამუშაოები, ალბათ, დაიწყება მაშინ, როდესაც იქნება შესაბამისი მოედანი მომზდებული. ამაზე უნდა მიმართოთ კომპანიას", - განაცხადა ბახტაძემ.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გია აბულაძის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მამუკა ბახტაძე ბათუმის პორტის და ტერმინალის მიტაცებას ცდილობენ“.

„22 მარტს უშუალოდ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა პრეზენტაცია, თითქოს ბათუმის პორტში მინერალური სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობა იგეგმებოდა. არანაირი მოსამზადებელი სამუშაოები, კვლევები არ ჩატარებულა ასეთი ტერმინალის ასაშენებლად, მითუმეტეს, სასუქების ტერმინალის მშენებლობა ტურისტულ ქალაქში მიუღებელია. მამუკა ბახტაძემ პორტში ახალი კომპანიის შესასვლელად ნიადაგი მოამზადა, რომ ამას შემდგომ მოჰყვეს ახალი კომპანიის შესვლა, რომელიც თითქოს ახალ ინვესტიციებს ჩადებს, გააკეთებს ახალ ტერმინალებს და სხვა. ამასთან, დღეისათვის განიხილება ორი ვარიანტი: პირველი -პორტს და ტერმინალს შეიძენს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია, ხოლო მეორე - პორტსა და ტერმინალში სამართავად ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის შემოყვანა განიხილება. უჩა მამაცაშვილი, მამუკა ბახტაძე და ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობენ მიმდინარე პროცესებს“, - აღნიშნა გია აბულაძემ.

მისივე განცხადებით, ყაზახური სახელმწიფო კომპანია „ყაზტრანსოილი“ (ბათუმის პორტის ოპერატორი და ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელი) აპირებს 2018 წლის მაისში აქტივების „ყაზმუნაიგაზზე“ (ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიაზე) გადაცემას, „ამიტომ მამუკა ბახტაძე ცდილობს, წაართვას პორტს ნავმისადგომების, ფლოტის ოპერირების ხელშეკრულებები გრძელვადიანი პირობებით, ე.წ. აუთსორსინგით“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა