მოსკოვის გამზირის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

მოსკოვის გამზირის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომპანია “ყაზტრანსგაზ“ თბილისიდან აცნობეს, დღეს, 15:00 საათზე, ავტომანქანის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა, შედეგად გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სამგორში, მოსკოვის გამზირის V კვარტლის 1-ლი კომპლექსის ტერიტორიაზე №1 და №2-ში მცხოვრებ მოსახლეობას.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბუნებრივი აირის მიწოდების ეტაპობრივი 17:30-18:00 საათამდე ეტაპობრივად მოხდება.

“შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“, - აცხადებენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა