ნათია მეზვრიშვილი - ზვიად დევდარიანი აუცილებლად გამოიკითხება

ზვიად დევდარიანი აუცილებლად გამოიკითხება და ეს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, დაკითხვის სურვილი თავად დევდარიანმაც გამოხატა.

ამავე დროს, ნათია მეზვრიშვილი მოუწოდებს შესაძლო მსხვერპლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ვისაც აქვთ ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

„დავიწყეთ გამოძიება. მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის მსხვერპლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებსაც, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, მოუწოდონ მსხვერპლებს, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. სხვაგვარად, ჩვენ გაგვიჭირდება ამ ადამიანების ვინაობების დადგენა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თავად დევდარიანი აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიცრუეა, რის გასაქარწყლებლადაც ის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა