ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საუკეთესო პიესის გამოსავლენად, კონკურსი გამოცხადდა

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულმა თეატრმა და რუსთავის მერიამ, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, საუკეთესო პიესის გამოსავლენად, კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის თაობაზე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ, დღეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, კონკურსის იდეა, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ სოსო ნემსაძეს ეკუთვნის და საუკეთესო პიესის გამოვლენის შემდეგ რუსთავის მერია სპექტაკლის დადგმის ხარჯებს სრულად დააფინანსებს.

„რუსთავის 70 წლისა და ჩვენი თეატრის 50 წლის იუბილეებთან დაკავშირებით, ქალაქისა და თეატრის ხელმძღვანელობამ, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ეს კონკურსი, რომლიც საშუალებას მოგვცემს შეიქმნას პიესა, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ცხოვრებასა და თავდადებას ასახავს. კონკურსის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო პიესას, სოსო ნემსაძე რუსთავის თეატრში დადგამს. ჩვენ, ჩართულები ვართ ამ პროცესში და მჯერა, რომ გამოვა ძალიან თბილი და კარგი სპექტაკლი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

როგორც სოსო ნემსაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა დრამატურგებმა უნდა წარადგინონ პიესა, რომელიც ასახავს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას, სოხუმში გატარებულ უკანაკნელ დღეებს.

„წარმოდგენილ პიესაში ასახული უნდა იყოს ჟიული შარტავას სოხუმში მოღვაწეობის ბოლო სამი დღის დრამატული წუთები, ვფიქრობ, რომ ეს უფრო დინამიურს და საინტერესოს გახდის მას. ჟიურის შემადგენლობას მოგვიანებით გავაჟღერებთ, მთავარია აქტიურობა იყოს დრამატურგების მხრიდან, დაინტერესდნენ და ჩვენ - თეატრს მოგვცენ საინტერესო მასალა, იმისთვის, რომ კარგი სპექტაკლი გამოვიდეს“, - განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ.

მისივე თქმით, საუკეთესო პიესის ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით, სპექტაკლის პრემიერა კი შემოდგომაზე, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გარდაცვალების დღეს, რუსთავის თეატრის სცენაზე გაიმართება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა