„თელასსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ხვალ, 12:00 საათზე, კომპანია „თელასსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელასიდან აცნობეს, დოკუმენტს ხელს მოაწერენ სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.

მათივე ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების დარგში; ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპანიას შესაბამისი სპეციალისტებით; „თელასის“ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას; ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების დანერგვას.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2023 წლამდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა