ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია საქართველოსთვის სახელწოდების გადარქმევაზე იმსჯელებს

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია ხვალ საქართველოსთვის სახელწოდების გადარქმევაზე იმსჯელებს. ამის შესახებ გამოცემა „დელფი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხვალ კომისია გადაწყვეტს, დაერქმევა თუ არა საქართველოს ლიტვურად „საქართველო“.

„კომისიის 17 წევრის აზრი განსხვავდება. საქართველოსთან მიმართებაში ამ მეგობრული ნაბიჯის გადადგმას მივესალმებით, ვინაიდან ეს არანაირ არ ავნებს ლიტვურ ენას“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისმა.

გარდა ამისა, ვილნუსის მერია ერთ-ერთი ქუჩისთვის Gruzinu-ს ან Kartvelu-ს სახელის მინიჭებას განიხილავს. საბოლოო ვარიანტი სწორედ საქართველოს სახელწოდების გადარქმევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა