უკრაინის შს მინისტრი - სააკაშვილისნაირი პოლიტიკოსები მეზიზღებიან - სამწუხაროდ, შემდეგ ჯერზე საზღვრის გარღვევის მცდელობისას გვამები იქნება

უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის განაცხადებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გაარღვია, მან ბრძანება გასცა ცეცხლი არ გაეხსნათ, რათა სისხლისღვრა არ მომხდარიყო, თუმცა, ”შემდეგ ჯერზე გვამები იქნება”.

„სამწუხაროდ, შემდეგ ჯერზე საზღვრის გარღვევის მცდელობისას გვამები იქნება. იმ სიტუაციაში გადაწყვეტილება მივიღე ცეცხლი არ გაგვეხსნა, რათა სისხლისღვრას არ ჰქონოდა ადგილი. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საქციელმა მას ბედნიერება და წარმატება მოუტანა“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა ЛИГАБизнесИнформ-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

არსენ ავაკოვის თქმით, „სააკაშვილი ის ადამიანია, რომელიც თავისი ლამაზი პოლიტიკური პოზისთვის ყველაფერს გამოიყენებს“.

„სააკაშვილისნაირი პოლიტიკოსები მეზიზღებიან. ის არც კი ფიქრობს იმაზე, რომ მისი საქციელი ცუდია“, - აღნიშნა უკრაინის შს მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს