”ნაცმოძრაობის” ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი - პარტიის ორი წევრი დააკავეს, რომლებიც ქობულეთიდან გურიაში ხის გადატანას აპროტესტებდნენ

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანიდან გურიაში ხის გადატანისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები სოლომონ ბაჯელიძე და რეზო ხარაზი დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა ბონდო თედორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სოლომონ ბაჯელიძე და რეზო ხარაზი ხის გადატანის გამო, კომპანიისგან შესაბამის დოკუმენტებს ითხოვდნენ. ბონდო თედორაძის ინფორმაციით, სამარალდამცავებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

"დაკავებულია სოლომონ ბაჯელიძე და რეზო ხარაზი, ჩვენ ხის გადატანას ვაპროტესტებდით. ხის ტრანსპორტირებისას დროებითი ნაგებობები და ხეები დააზიანეს. სამართალდამცავებმა ჩვენზე ძალა გამოიყენეს. ხის ტრანსპორტირებას სოფელ ხუცუბანში მაინც ახორციელებენ. ვითხოვდით შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც არ გააჩნდათ", - განაცხადა ბონდო თედორაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "სისხლის სამართლის კოდექსის" 173-ე მუხლის საფუძველზე ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მუხლის მიხედვით, აღნიშნული პირები სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო