მთავარ პროკურატურაში საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მთავარ პროკურატურას გერმანელი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და სამართლის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს საქართველოს პროკურატურის რეფორმის პროცესის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განხილვა წარმოადგენდა.

”დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ საქართველოს პროკურატურის სტრუქტურას, განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, საქართველოს პროკურატურის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიასა და პრიორიტეტებს. ასევე, აქცენტი გაკეთდა საქართველოს პროკურატურაში პროკურორების საქმიანობის შეფასების სისტემისა და მენტორების პროგრამის დანერგვაზე. ამასთან, ხაზი გაესვა პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი გაღრმავებისთვის სრული მზაობა გამოხატეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო