ირაკლი კობახიძე კოლეგებს - თავს ნუ შეიწუხებთ - კენჭისყრის პროცედურების სათანადოდ ჩატარება ჩემს მიერ იქნება უზრუნველყოფილი

თავს ნუ შეიწუხებთ - კენჭისყრის პროცედურების სათანადოდ ჩატარება ჩემს მიერ იქნება უზრუნველყოფილი! - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კოლეგებს კანონპროექტების კენჭისყრაზე გატანის შემდეგ მიმართა.

როგორც კობახიძემ განმარტა, კენჭისყრის დროს დეპუტატების მიერ ერთმანეთის ბარათების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

“დღეს რამდენიმე კოლეგა ამოწმებდა, ჩატარდა თუ არა კენჭისყრა პროცედურების შესაბამისად. მინდა გითხრათ, ამ პროცედურის გადამოწმება არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა. უზრუნველყოფილი იყო ის, რომ კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს არც ერთი ბარათი არ იყო გამოყენებული. გთხოვთ, მომავალში თავს ნუ შეიწუხებთ - ჩემს მიერ იქნება უზრუნველყოფილი პროცედურების სათანადოდ ჩატარება“, - მიმართა პარლამენტის წევრებს ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს