პარლამენტმა, პირველი მოსმენით, წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობაზე ჯარიმის ოდენობის გაზრდას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა შს სამინისტროს ინიციატივას, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობაზე ჯარიმის ოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები 73 ხმით, ერთხმად მიიღეს.

კანონპროქტის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამ გვარი მოქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა.

გარდა ამისა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 4000 ლარამდე. დღეს მოქმედი ნორმით, აღნიშნული ქმედებებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 250-დან 2 000 ლარამდე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს