ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გაფიცულ თანამშრომლებთან მოსალაპარაკებლად ხვალ "ყაზმუნაიგაზის" წარმომადგენლებს ელოდებიან

ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორი მურატ ჯუმადილლაევი აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურის დირექტორის გადაყენება პრეროგატივა არ არის.

თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყაზახეთიდან ელოდებიან ოფიციალურ პირებს და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ გააჟღერებენ. ჯუმადილლაევის თქმით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ფინანსური კრიზისი არ არის.

"ხელისუფლების პროცესებში ჩარევას არ ვადასტურებ, პირიქით, ბიზნესგარემო კარგია. ყაზახური და ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამას ვუფრთხილდებით. პორტში რთული ვითარებაა ტვირთბრუნვებთან დაკავშირებით, თუმცა, არა ფინანსური კრიზისი. მე არ მაქვს დირექტორის გადადგომის საკითხის დაყენების კომპეტენცია. ხვალ "ყაზმუნაიგაზის" წარმომადგენლები ჩამოვლენ, ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ", - აღნიშნა მან.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 6 თანამშრომელი ამ დრომდე შიმშილობს. ისინი ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო