რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მოსკოვი დაინტერესებულია, რომ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს

მოსკოვი დაინტერესებულია რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვაში და ძალისხმევას გამოიყენებს, რათა ამერიკელი კოლეგები ამაში დაარწმუნოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ეჭვგარეშეა ის, რომ რუსული მხარე დაინტერესებულია ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა შედგეს. ჩვენ ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ამერიკელი კოლეგები ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ. აშკარაა, რომ შეხვედრა საჭიროა“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სერგეი ლავროვსა და მაიკლ პომპეოს შორის კონტაქტის საკითხი მას შემდეგ იქნება აქტუალური, რაც მაიკლ პომპეოს კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე იქნება დამტკიცებული.

„მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პირველი პირების დიალოგს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამას პირდაპირი გავლენა აქვს მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე. ამიტომაც, რუსული მხარე დაინტერესებულია ამ ინიციატივის განხორციელებაში“, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო