საქართველოს ბიზნეს-სექტორი ინდონეზიის ოფიციალურ მხარეს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ინდონეზიის აღმოსავლეთ ჯავის პროვინციის მთავრობის ორგანიზებით, სასტუმრო Millennium Biltmore-ში საქართველოს ბიზნეს-სექტორი ინდონეზიის ოფიციალურ მხარეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობა 23-მა ოფიციალურმა პირმა მიიღო აღმოსავლეთ ჯავის პროვინციის მთავრობიდან. ოფიციალური დელეგაცია საქართველოში ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობითაა დაინტერესებული.

მათივე ცნობით, ინდონეზიური მხარე დაინტერესებული იყო შემდეგი სექტორებით: კვების მრეწველობა (საკმაზები და სანელებლები, ყავა, ჩაი და სხვა პროდუქტები), ნავთობ-პროდუქტების, ხის ნაწარმის, სამკაულების, ქაღალდის და მუყაოს, აგრეთვე პირადი ჰიგიენის საშუალებების მწარმოებელი კომპანიები. შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ კომუნიკაცია და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ინდონეზიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის სურვილი საქართველოს ბიზნეს-სექტორის 25-მა წარმომადგენელმა გამოთქვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო