ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - ერთადერთი ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებაა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალი სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გამოეხმაურა.

„აფხაზეთზე ზეწოლის ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა აჩვენოს მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის მიმართებაში მეგობრული განწყობის რაღაც მსგავსი და საკუთარი ნამდვილი ზრახვები აღნიშნული ინიციატივების მიღმა დამალოს“, - განაცხადა დაურ კოვემ.

მან ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ტყუილების თქმა შეწყვიტოს.

„აფხაზეთი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი არის საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარება და ჩვენს ქვეყნებს შორის სრულყოფილი სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დამყარება სტაბილურობისა და მომავალი თაობების განვითარებისთვის. ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს“, - დასძინა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

ესენია: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.

სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს