მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ხვალ, 10:00 საათზე დაიწყებს.

წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს.

დიდ ხუთშაბათს, დღის ბოლოს, ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

დიდმარხვა წელს 19 თებერვალს დაიწყო და 8 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა