„თავისუფალი საქართველო“ - პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში „ეკლესიის ღია მტერი“ აირჩია

„თავისუფალი საქართველო“ უკიდურესი შეშფოთებით ადევნებს თვალყურს იმ პროცესს, რაც თან ახლდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის არჩევას.

„ნინია კაკაბაძეს საზოგადოება იცნობს, როგორც „მართლმადიდებლური ეკლესიის ღია მტერს“, რომლის „მოღვაწეობა“ პატრიარქის და სინოდის წევრების ზღვარგადასული ლანძღვით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერით და ქართული მიწების გაყვიდვის პროპაგანდით ამოიწურება.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, თუმცა დღეს, „გარკვეული ძალების“ ზემოქმედებით - გადაწყვეტილება შეცვალა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს ნომინალურ ორგანოს, ხოლო რეალური ძალაუფლება ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს.

ნინია კაკაბაძის სამეურვეო საბჭოში არჩევა „თავისუფალი საქართველოსთვის“ მიუღებელია, არა მხოლოდ მისი პიროვნების მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების გამო, არამედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2“-ს და „იმედს“ მიემატება კიდევ ერთი ულტრა-ლიბერალური მედია-სივრცე საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით, რომლის სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად დაკავშირებული იქნება ჰომოსექსუალიზმის, მიწების გასხვისების პროპაგანდასთან და მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციასთან.

მივმართავთ ქართულ საზოგადოებას, კარგად დაიმახსოვროს ეს დღე და გააკეთოს სწორი დასკვნები: ანტი-ქართული და ანტი-მართლმადიდებლური ბრძოლა ხორციელდება, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ეგიდით, არამედ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის პირველი ლიბერალის - ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო