ბიძინა გეგიძე - როდესაც ადამიანი უმრავლესობას ტოვებს, ეს საკითხის სერიოზულობაზე მეტყველებს

გედევან ფოფხაძე ის ადამიანი არ არის, ვინც რაღაც საბაბს ეძებს - მან კონკრეტული გადაწყვეტილება კონკრეტული თემის გამო მიიღო და ამ თემას ნინია კაკაბაძის ბორდში არჩევა ჰქვია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ განუცხადა, რომელიც უმრავლესობის იმ 12 დეპუტატს შორისაა, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა.

“როდესაც ადამიანი ასეთ ნაბიჯს დგამს და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს, ეს ძალიან მაღალი ხარისხის აქტია. ეს საკითხის სერიოზულობაზე მეტყველებს, თუ რამდენად მაღალ ხარისხში ჰქონდა ფოფხაძეს აყვანილი ნინია კაკაბაძის ბორდში არჩევის გადაწყვეტილების მნიშვნელობა. მე არც ერთი წამით იმაზე არ მიფიქრია, თუ როგორ კანდიდატს წარმოადგენდა საპარლამენტო უმცირესობა. მე ნინია კაკაბაძეს მხარს ვერ დავუჭერდი და ჩემი ხმა მის მხარდასაჭერად ვერანაირად ვერ გამოდგებოდა. გარდა იმისა, რომ კანონში არსებობს კვოტირება, ასევე არსებობს პრინციპები - თუ ადამიანს ეს პრინციპები არ გაგაჩნია, ძალიან რთულია კანონის დაცვა. აქედან გამომდინარე, არსებობს პრინციპები, საიდან გამომდინარეც უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური პრინციპები აქვს, მათ შორის კანონთან დამოკიდებულებაში, ეროვნულ ინტერესებთან, ზნეობასთან, ისტორიასთან და ასე შემდეგ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ბიძინა გეგიძემ.

თუ “ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. დეპუტატმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მიუღებელია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა