დონალდ ტრამპის მრჩეველი - ამერიკამ ვერ შეძლო რუსეთის იძულება, საკმარისი ფასი გადაეხადა თავისი ქმედებებისთის

უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლის, ჰერბერთ მაკმასტერის განცხადებით, აშშ-მა ვერ შეძლო რუსეთის იძულება, საკმარისად დიდი ფასი გადაეხადა თავისი ქმედებებისთვის.

„სი-ენ-ენ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მაკმასტერმა პრეზიდენტის მრჩევლის რანგში თავის ბოლო საჯარო გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით კრემლის თავდაჯერებულობა იზრდება.

„რუსეთმა გამოიყენა აგრესიის ძველი და ახალი ფორმები, რათა დაეზიანებინა ჩვენი ღია საზოგადოება. ზოგიერთი ქვეყანა ძალიან დიდხანს იყურებოდა სხვა მხარეს“, - განაცხადა მრჩეველმა და რუსეთის ბოროტი ზრახვები ჩამოთვალა, რომელთა შორისაა კიბერ შეტევა აშშ-ის წინააღმდეგ. მანვე მაღალი შეფასება მისცა ტრამპის ადმინისტრაციის რეაქციას რუსეთის ქმედებებზე, კერძოდ, რუსი დიპლომატების კოორდინირებული გაძევება სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპმა 23 მარტს თავისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელსაც გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი შეცვლის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს