კარლო კოპალიანი - როცა ერთსა და იმავე კანდიდატურას ცხვირში გატენიან და სპეციალურად პროვოკაციაზე მოდიან, ასეთ კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭირო

როცა ერთსა და იმავე კანდიდატურას ცხვირში გატენიან და სპეციალურად პროვოკაციაზე მოდიან, ასეთ კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭირო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კარლო კოპალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, თუ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის იარსებებდა შეთანხმება, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარდგენილი ყველა კანდიდატის ორპარტიულ მხარდაჭერაზე, კაკაბაძეს უმრავლესობის მეტი დეპუტატი დაუჭერდა მხარს.

“საინტერესოა, რატომ არ შეცვალა ოპოზიციამ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა, როცა მისი კანდიდატურა პარლამენტში ორჯერ არის ჩავარდნილი. ამასთან, თუკი საუბარია იმაზე, რომ ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოში ოპოზიციის კვოტით იყო წარდგენილი, უმრავლესობის კვოტით ჩვენ ზაზა შათირიშვილი ავირჩიეთ - მაშინ უმცირესობასაც მიეცა ხმა ზაზა შათირიშვილისთვის და ყოველ დღე არ ელანძღათ და არ ეძახათ, რომ შათირიშვილი ბიძინა ივანიშვილის მეხოტბეა. თუკი საუბარია წარდგენილი კანდიდატურების ორპარტიულად არჩევასა და ორპარტიულ მხარდაჭერაზე, ორპარტიულად აერჩიათ შათირიშვილი და ორპარტიულად ავირჩევდით მათ კანდიდატურასაც. ესე იგი, კვოტა არის მათთვის და ჩვენთვის არ არსებობს?! გარდა ამისა, მათ შეიძლება ისეთი კანდიდატურა წარმოედგინათ, რომელიც ასეთი ოდიოზური არ იქნებოდა, როცა გუშინ საღამომდე ლანძღავს და თათხავს პატრიარქს. საქართველოში ამდენი მორწმუნეა და როგორც დაიცავს ნინია კაკაბაძე ვინმეს უფლებებს ბორდში, როცა მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ აღმსარებლობას პატივს არ სცემს“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

დღეს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უმცირესობის კვოტით ნინია კაკაბაძე აირჩია. კაკაბაძის არჩევას დეპუტატი გედევან ფოფხაძე კრიტიკით შეხვდა. მან უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა