ზაზა პაპუაშვილი - უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განცხადება არ გამიკეთებია, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება, არ მგონია ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდეს

უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განცხადება არ გამიკეთებია, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება, არ მგონია ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის უმრავლესობაში არ მისულა იმ მიზნით, რომ ნინია კაკაბაძეს და მისნაირ კანდიდატებს მისცეს ხმა. პაპუაშვილის განცხადებით, მას, გედევან ფოფხაძეს და სხვა კანდიდატებს სულ სხვა ბრძოლა აქვთ გამოვლილი, რის გამოც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვთ.

მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ გედევან ფოფხაძეს ნინია კაკაბაძის საკითხთან დაკავშირებით თამასა არ უნდა აეწია და ამასთან დაკავშირებით ის ფოფხაძეს გაესაუბრება.

„მე არ ვაცდენ არც ერთ სხდომას, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, რადგან მირჩევნია აზრი გამოითქვას და დაფარული არ იყოს. ვერც მე, ვერც გედის და ვერც სხვა დეპუტატებს ვერავინ გაგვამტყუნებს, თუ რატომ არ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს. ჩვენ სხვა გზა გვაქვს გავლილი, სხვა ბრძოლა გვაქვს გამოვლილი და მე არ მოვედი უმრავლესობაში იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებს მივცე ხმა. განცხადება, რომ მე წავალ უმრავლესობიდან არ გამიკეთებია, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება, არ მგონია ასეთი გადაწყვერტილების მიღება გამიჭირდეს“, - აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.

დღეს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უმცირესობის კვოტით ნინია კაკაბაძე აირჩია. კაკაბაძის არჩევას დეპუტატი გედევან ფოფხაძე კრიტიკით შეხვდა. მან უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა