ლადო პაპავა ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეობა ჩაიბაროს

ექსპერტი ლადო პაპავა ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეობა ჩაიბაროს და არ იყაროს კეჭი პრეზიდენტის პოსტზე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ექსპერტმა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ განაცხადა.

„ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად შეარჩიოს, არის სერიოზული მახე ბატონი ბიძინასთვის და თვითონ „ქართული ოცნებისთვის“. ახლა მას აქვს, ასე ვთქვათ, ის ტვირთი, რომ არაოფიციალურად მართავს ქვეყანას და თუ გახდა პრეზიდენტი, მერე ექნება ტვირთი, რომ არაკანონიერად მართავს. პრეზიდენტს არ აქვს მართვის უფლება. ამიტომ, სჯობს თუ ის ჩაიბარებს პარტიის თავმჯდომარეობას, გახდება პარტიის ხელმძღვანელი. როგორც ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაშია, როდესაც პარტიის თავმჯდომარეები არ არიან სახელმწიფო თანამდებობის პირები, მაგრამ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, თავიანთ გუნდს მართავენ, პარლამენტშიც და მთავრობაშიც“, - განაცხადა პაპავამ.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს