ირაკლი კობახიძე - რაც უფრო უღირს კანდიდატებს შეარჩევს ოპოზიცია თავისი კვოტით, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის, ამ თვალსაზრისით, ნინია კაკაბაძეზე უკეთესი კანდიდატი ძნელად წარმომიდგენია

რაც უფრო უღირს კანდიდატებს შეარჩევს ოპოზიცია თავისი კვოტით, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტრის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძეზე უკეთესი კანდიდატი ძნელად წარმოუდგენია.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიცისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები აირჩია. ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 93 ხმით აირჩიეს. უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს კი მხარი 55–მა დეპუტატმა დაუჭირა, 12–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კაკაბაძე კენჭისყრის ამ შედეგით საზოგადოებირივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ კი განაცხადა, რომ თუ “ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, ის ასეთ შემთხვევაში დატოვებს უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც უკავია. დეპუტატმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მიუღებელია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო