ზაზა პაპუაშვილი - გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან წასვლა ძალიან სერიოზულია - თუ ფასეულობები ასე გაიყო და ასე დანაწევრდა ყველაფერი, საგანგაშო სიტუაციაა

ნინია კაკაბაძის განაწყენება სჯობდა, გედევან ფოფხაძის განაწყენებასა და უმრავლესობიდან წასვლას, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა განუცხადა.

“პარლამენტის სხდომაზე რომ ვყოფილიყავი, ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არჩევას არც მე დავუჭერდი მხარს, ისევე, როგორც მხარი არ დავუჭირე სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას არჩევას. გედევან ფოფხაძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლა ძალიან სერიოზული რამ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ფასეულობები ასე გაიყო და ასე დანაწევრდა ყველაფერი, საგანგაშო სიტუაციაა იმ გაგებით, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა როგორ არის საჭირო. ვერაფრით ვხსნი, რა გაკეთდა ნინია კაკაბაძის მხარდაჭერით იმასთან შედარებით, რაც გაფუჭდა გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან წასვლით. მაშინ პირველ ჯერზე რატომ არ ავირჩიეთ ნინია კაკაბაძე? რა კეკლუცობა იყო, მაშინ პირველივე ჯერზე მიგვეცა ხმა!“, - განაცხადა პაპუაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

გუშინ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უმცირესობის კვოტით ნინია კაკაბაძე აირჩია. კაკაბაძის არჩევას დეპუტატი გედევან ფოფხაძე კრიტიკით შეხვდა. მან უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს